LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დათოს მდგომარეობა დახვდათ ძალიან ცუდი, ბევრი თრომბით, თუმცა სისხლძარღვები გაასუფთავეს და 8 ზე დასრულდება ოპერაცია” – ლეკა მიქაძე

431
IMG_0171

ამ წუთებში მუსიკოს დათო ევგენიძის ოპერაცია მიმდინარეობს. ის თურქეთში გაემგზავრა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას იკეთებს. ცნობილია, რომ დონორი მისივე მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.

როგორც სოციალურ ქსელში გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე წერს, გიორგის ოპერაცია დასრულდა და კარგად ჩაიარა, ხოლო დათო ევგენიძის მდგომარეობა გაჭიანურდა, ვინაიდან ექიმებს ცუდი მდგომარეობა დახვდათ.

„ახლა დამთავრდა გიორგის ოპერაცია, კარგად ჩაიარა. დათოს მდგომარეობა დახვდათ ძალიან ცუდი, ბევრი თრომბით და რადგან პარალელურად კეთდებოდა, ამიტომ გაიწელა გიორგის ოპერაციაც. დათოს სისხლძარღვები გაასუფთავეს და სადღაც 8 საათზე დასრულდება დათოს ოპერაციაც“, – წერს ლეკა მიქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები