LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარულმა ამერიკულმა სამეულმა IIHS ტესტი ჩააგდო (ვიდეო)

42

IIHS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტი გახლავთ, რომელიც დროდადრო ქრაშტესტების მოწყობითა და მიღებული შედეგების მოსახლეობამდე მიწოდებითაც არის დაკავებული.

ამჯერად, IIHS-ს სპეციალურმა დანაყოფმა ამერიკული წარმოების ავტომობილების შემოწმება გადაწყვიტა და ამ საქმისთვის, რა თქმა უნდა, შესანიშნავი სამეულის Chevrolet Camaro-ს, Dodge Challenger–ისა და Ford Mustang-ის უახლესი მოდელები შეარჩია.

ავტომოყვარულებს ძალიან კარგად მოეხსენებათ ამ ლეგენდარული მონსტრების ტექნიკური მონაცემები და სიმძლავრე, მაგრამ ნაკლებად იციან ის, თუ რამდენად დაცულნი არიან ამ ავტომობილებით გადაადგილებისას. შედეგები, რომელიც IIHS-მ გაასაჯაროვა, ბევრისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, თუმცა კრიტიკოსებს IIHS-ს კვლევებში ეჭვი არასდროს შეუტანიათ და გამონაკლისს არც ეს ტესტი წარმოადგენს.

ქრაშტესტის სცენარი სამივე ავტომობილის შემთხვევაში იდენტურად განვითარდა და თითოეულმა საბოლოო შედეგებამდე ერთი და იგივე გზა განვლო. IIHS-ს წარმომადგენლების შეჯამებით, წარდგენილი მოდელებიდან ყველაზე უსაფრთხო Chevrolet Camaro გახდა, უსაფრთხოების 4 ვარკსვლავი დაიმსახურა, მაქსიმალური შეფასება კი 5 ვარკსვლავი გახლავთ. მეორე ადგილზე 3 ვარკსვლავით Ford Mustang გავიდა, ხოლო მესამე ადგილი Dodge Challenger-მა დაიკავა…

 

Chevrolet Camaro – საერთო შეფასება კარგი (4 ვარსკვლავი)

 

Ford Mustang – საერთო შეფასება საშუალო (3 ვარსკვლავი)

 

Dodge Challenger – საერთო შეფასება საშუალოზე დაბალი (2 ვარსკვლავი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები