LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოსახლეობის 57% ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით უკმაყოფილოა – IRI-ის კვლევა

143
კალაძე 33

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 57% უკმაყოფილოა ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით.

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა: მოსახლეობის 35% ამბობს, რომ სრულად არ მოსწონს.

  • 22% ამბობს, რომ გარკვეულწილად არ მოსწონს
  • 25%-ს გარკვეულწილად მოსწონს
  • ხოლო 14%-ს სრულად მოსწონს
  • 4%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე

ამავდროულად, თბილისის მოსახლეობის 47% უკმაყოფილოა ქალაქის მერის მუშაობით, 44% კმაყოფილია, ხოლო 8%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

 

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.

IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

IRI-ის კვლევის თანახმად, რეიტინგებში ივანიშვილს სააკაშვილმა გადაასწრო

IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს – 72%-ს, პოლიციის – 63%-ს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები