LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისიდან ყაზახეთი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის – როგორ განისაზღვრება დასვენების დღეები

166
work (2)

2023 წლის ივლისიდან ყაზახეთი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ქვეყნის შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა.

ამ ეტაპზე, ყაზახური კანონმდებლობა მხოლოდ ხუთდღიან, ექვსდღიან და არასრულ სამუშაო კვირას ცნობს, რომლის ხანგრძლივობა შეთანხმების საფუძველზე დგინდება. ცვლილებების შემდეგ, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება დასაშვებს გახდის 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას 5-დღიანი და 6-დღიანი სამუშაო კვირებით ჩანაცვლების შესაძლებლობით.

პორტუგალიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელს ტესტავენ

რაც შეეხება დასვენების დღეებს, კვირა დღე განსაზღვრულია საყოველთაო დასვენებად. მეორე ან მესამე დასვენების დღეები კი შრომითი ხელშეკრულებებით დადგინდება. სავარაუდოდ, 4-დღიანი და 5-დღიანი სამუშაო კვირები ყაზახეთში ერთმანეთის მონაცვლეობით იმოქმედებს.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაკანონებასთან ერთად, ყაზახეთში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობაც დადგინდა, რომელიც თვეში 12 საათით, წელიწადში კი 120 საათით განისაზღვრა.

აღნიშნული სისტემა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე მიღებულია, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ისლანდიასა და იაპონიაში.

ქვეყნები, სადაც კვირაში 4 დღე მუშაობენ – რამდენად გაამართლა ახალმა მოდელმა

ჩვენთან თანამშრომელს ყოველ ორ დღეში აქვს weekend, მე კი იგივე შედეგს ვიღებ და მეტსაც, რასაც 5 დღეში ვიღებდი – ქართული კომპანიის დამფუძნებელი