LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

112
ცაბაძის ქუჩის შეზღუდვა

თბილისის მერიის ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან, სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად:

კალაძე: „ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან.. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება.. ბოდიში დისკომფორტისთვის“

მერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში უნდა დაწყებულიყო“ და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური სპეკულაციაა“.

„კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით – დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.“ – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ