LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძმურად, რამე კარგი დიეტა ხომ არ იცით, რომ ეს კატა დავსვა?“ – შალვა ნათელაშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების ყველაზე პოპულარული ვიდეოები Tik Tok-ზე

251
Untitled design

საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს საკუთარი ფოტოების თუ ვიდეოების გასავრცელებლად. Facebook-ის და Instagram-ის გარდა, ბოლო პერიოდში პოპულარობა მოიპოვა Tik Tok-მა, რომელიც საკუთარი ფორმატიდან გამომდინარე შესანიშნავი გასართობი საშუალებაა.

სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებენ ქართველი პოლიტიკოსებიც. მათ შორის ერთ-ერთია კახი კალაძე, რომლის გამომწერების რაოდენობაც 49 ათას აღემატება. Tik Tok-ზე მითითებული არ არის თავად კახი კალაძე მართავს თუ არა გვერდს.

პატარა თაზოსთვის დაბადების დღის მილოცვა კახა კალაძის Tik Tok ვიდეოებიდან ყველაზე პოპულარულია. მას 1 მილიონი ნახვა აქვს.

@kakha.kaladze

Reply to @sophiekabu_ph თაზო, გილოცავ 🥳

♬ original sound – Kakha Kaladze

ყველაზე ნახვად ვიდეოებს შორისაა ასევე, კახა კალაძის საოჯახო ფოტოსესია, სადაც როგორც თავად წერს, „ნიკოლა მავნებლობის ხასიათზეა“. ვიდეოს 917 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

@kakha.kaladze

როდესაც ნიკოლა მავნებლობის ხასიათზეა 😃

♬ original sound – Mary

უნდა აღინიშნოს, რომ კალაძე ხშირად გვიზიარებს მეუღლესთან ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს. წყვილის რომანტიკულმა ვიდეომ პოპულარობა Tik Tok-ზეც დაიმსახურა. მათ ვიდეოს 373 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

@kakha.kaladze

❤️

♬ hell never love you like i can – Evie 😉

Tik Tok-ზე აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მას 54 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ყველაზე მეტი ნახვა მისი ვიდეოებიდან ერთ-ერთ პირველ ვიდეოს აქვს, რომლითაც მან Tik Tok საზოგადოებას სოციალურ ქსელში დარეგისტრირების შესახებ ამცნო და მოუწოდა, საინტერესო ამბებისა და ვიდეოებისთვის მისი არხი გამოიწერონ.

@georgianlabourparty

#foryou #natelashvili

♬ original sound – Shalva Natelashvili

შალვა ნათელაშვილის მიერ Tik Tok-ზე განთავსებულ ვიდეოებში პოპულარობით სარგებლობს „ფუმფულა კატასთან“ ერთად გადაღებული ვიდეო, რომლისთვისაც შალვა დიეტას ითხოვს.

@georgianlabourparty

#foryou #natelashvili

♬ original sound – TheycallmeMeaow – TheycallmeMeaow

შალვას Tik Tok-დან პოპულარობით სარგებლობს ასევე ვიდეო, სადაც პოლიტიკოსი გამომწერებს მოუწოდებს „აპოლიტიკურ კითხვებს მიაწვნენ“.

@georgianlabourparty

აპოლიტიკურ შეკითხვებს მიაწექით ✌️#foryou #natelashvili

♬ original sound – Shalva Natelashvili

Tik Tok-ზე „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც არის დარეგისტრირებული. 15 ათასზე მეტი გამომწერისთვის ხაბეიშვილი როგორც პოლიტიკურ, ისე სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს. ლევან ხაბეიშვილი Tik Tok-ზე ცხოველებთან ერთად გადაღებულ ვიდეოებსაც ხშირად გვიზიარებს.

@lkhabe

🐶🐶🐶❤️✌🏻 #foryou #for #ფ

♬ original sound – Levan – khabeishvili

@lkhabe

🐶❤️ #foryou #ფ #for

♬ My Dog and Me – Pierre-André Athané

@lkhabe

#foryou #for #ფ 🐶❤️

♬ Beggin’ – Måneskin

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სახალისო ვიდეოებს შორის პოპულარობით სარგებლობს კურიოზები ჟურნალისტებთან.

@lkhabe

😂😂 #foryou #for

♬ კარგი ხარ გოგოვ – ქართული ხმები

@lkhabe

ცოტა პოზიტივი არ გვაწყენს 😂😎 #foryou #for #ფ

♬ original sound – Levan – khabeishvili

@lkhabe

ჩართვის დროს თასმების გახსნას ცდილობს 😂😂😎 #foryou #for #ფ

♬ original sound – Levan – khabeishvili

10 ათასი გამომწერეrი ჰყავს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. მის Tik Tok-ზე პოლიტიკური იუმორი ჭარბობს.

ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოებიდან 372 ათასზე მეტი ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის საარჩევნო ბანერს შუბლზე „გირჩი“-ს ლოგოს აკრავს.

@zurabgirchijaparidze

#foryou #foru #simba #girchi

♬ son original – 🌺𝓐𝓵𝒆𝓴𝓼𝓪🌺

ზურა ჯაფარიძის ვიდეოებიდან ბევრი ნახვა აქვს ასევე „საჩუქრის გახსნის ვიდეოს“. მას მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ტელეფონი აჩუქეს.

@zurabgirchijaparidze

Never ending surprises for Japara😍 400მდე ადამიანის წვლილია ჩადებული ამ საჩუქარში✨ #საჩუქარი #მეგობრებისგან #მხარდამჭერებისგან #დამფინანსებლებისგან #ფირიუზე #foryou #present #friends #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖

♬ Intro – The xx