LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილი: სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში

122
fot (6)

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს ათობით მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან.

„სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება მოქალაქეების გამოყვანაში. პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ ადგილზე მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ“, – აცხადებს დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება.

ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ინტენსივობამ იკლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები