LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TOP-3 ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაცია – სილამაზის აკადემია

35
ალექსანდრე-კალანტაროვი

TOP-3 ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაცია – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კალანტაროვმა ისაუბრა.

1.“თვალების” პლასტიკა და სახის ზედა მესამედი …

თვალების მიდამოს პლასტიკური ოპერაციები ძალიან მრავალფეროვანია და შესაბამისად ბევრნაირი კომბინაციის შერჩევა შეიძლება. მაგალითად, ცალკე მხოლოდ წარბების ლიფტინგი, ან თვალ-წარბის მიდამოს შეცვლა, ნუშისებრი ფორმის თვალების მიღება, ყველასთვის საყვარელი მელიის თვალების გაკეთება, ცოტა ასაკში ქუთუთოების პლასტიკასთან ერთად კომბინაციაში სახის ზედა ნაწილის ლიფტინგი ძალიან ეფექტური და შედეგიანია. კეთდება ენდოსკოპიური მეთოდით, რაც ახალი ტექნოლოგიაა და პატარა ჭრილობები უმეტესად კეთდება თავის თმიან ნაწილში და გარედან საერთოდ არ ჩანს, ოპერაცია კი ვიდეო-კამერის მეშვეობით კეთდება.

ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოში პოპულარული ნუშისებრი ფორმის თვალები (მელიის, კატის თვალები). ეს ფორმა პოპულარული ყოველთვის იყო, თუნდაც ძველი ეგვიპტეს პერიოდშიც კი, კლეოპატრიდან მოყოლებული, მანდილოსნები სულ იხატავდნენ და იხატავენ “ლაინერით” ისრებს თვალებზე. დღეს კი იმის “ფუფუნება გვაქვს, რომ ნამდვილად მივიღოთ თვალების ლამაზი ფორმა და აღარ გვჭირდებოდეს “ისრებით” ილუზიის შექმნა.

როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?

რეაბილიტაცია აბსოლუტურად უმტკივნეულოა, უმარტივესია და მოიცავს 2-3 კვირამდე პერიოდს. ამ პერიოდში უბრალოდ კომფორტულად ისვენებს პაციენტი სახლში და პერიოდულად გვსტუმრობს კლინიკაში კონტროლზე.

როგორია შედეგი და რამდენი ხანი გრძელდება?

უახლესი ენდოსკოპიური ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მდგრადი, მაქსიმალურად ბუნებრივი და ხანგრძლივი შედეგი, რომელიც წლების მანძილზე ნარჩუნდება მანამ, სანამ სახის კანის ასაკობრივი ცვლილებები არ იწყება. “ერთ დღეში” შედეგი არ ქრება, უბრალოდ ასაკის მატებასთან თანაბრად იცვლება სახის კანის ტონუსი, რაც ბუნებრივი პროცესია.

2.კერძოდ მკერდის ლიფტინგი, ანუ მკერდის აწევის ოპერაცია

მკერდის აწევა შეიძლება როგორც იმპლანტის გარეშე, ასევე იმპლანტთან ერთად. ზოგ პაციენტს არ სურს იმპლანტის ჩადგმა და უბრალოდ სურს აღიდგინოს დაწეული მკერდის ტონუსი და მიიღოს ბუნებრივი რბილი მკერდი. რა თქმა უნდა, ბევრად ლამაზ დგომას, სექსუალურ ფორმას მკერდს აძლევს იმპლანტი, ამიტომ აწევასთან და აღდგენილ ტონუსთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ იმპლანტიც და მივიღოთ ძალიან ლამაზი მკერდი, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აბედნიერებს ჩვენს პაციენტებს და უამრავ დადებით ემოციებს ვიღებთ მათთან ერთად.

რამდენად საჭიროა და რამდენად ხშირია მკერდის აწევა მკერდის ჩვეულებრივ გადიდებასთან შედარებით?

საკმაოდ ხშირია, რადგან ჩვეულებრივი მკერდის გადიდება იმპლანტებით ძირითადად კეთდება პატარა მკერდზე მხოლოდ. როდესაც ბუნებრივად გოგონას, ქალბატონს პატარაზე ოდნავ დიდი ზომის მკერდი აქვს, დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან, ორსულობების, ძუძუთი კვების შემდეგ ასეთი მკერდი უმეტეს შემთხვევაში კარგავს ტონუსს, იწევს დაბლა და საჭიროებს არამხოლოდ გადიდებას, არამედ აწევასაც, რაც საკმაოდ რთული და აბსოლუტურად განსხვავებული ოპერაციაა.

როგორ განსხვავდება ჩვეულებრივი მკერდის გადიდებისგან?

როგორც აღვნიშნე, მკერდის ჩვეულებრივი გადიდება ერთი ოპერაციაა, მკერდი ლიფტინგი კი სულ სხვანაირი ქირურგიული ტექნიკაა და არის საკმაოდ შრომატევადი ოპერაციაა, რომელიც საჭიროებს ქირურგის გამოცდილებას.

აბსოლუტურად ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაკეთდეს მკერდის აწევა. ზოგ ქალბატონს 50 წლის ასაკშიც პატარა მკერდი აქვს ახალგაზრდობიდან და მხოლოდ გადიდება ჰყოფნის და ხანდახან 18 წლის გოგოსაც დიდი ზომის დაშვებული მკერდი აქვს, რომლის ტონუსი დაქვეითებულია და საჭიროებს აწევასაც.

როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?

რეაბილიტაცია გადიდების ოპერაციის შემდეგ არის 2 კვირა, აწევის შემთხვევაში 3 კვირამდე. არ წარმოადგენს განსაკუთრებულ დისკომფორტს, რადგან დღესდღეობით მაქსიმალურად “დამზოგველი” ოპერაციები კეთდება პლასტიკურ ქირურგიაში.

შედეგი საკმაოდ მდგრადია, ნარჩუნდება ძალიან კარგად, ორსულობა და მშობიარობა ჩვენი რეკომენდაციით შესაძლებელია ოპერაციიდან მინიმუმ წელიწადნახევარში და ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად არ შეცვლის მკერდს. ლაქტაციის ფონზე კი ნებისმიერი მკერდი – ბუნებრივიც და გაკეთებულიც – რაღაც დონეზე იცვლის ფორმას, მაგრამ შედეგი მაინც არ ფუჭდება. თუ შედეგის შენარჩუნება გვსურს მაქსიმალურად, მაშინ ლაქტაციაზე უბრალოდ ვამბობთ უარს, მაგრამ აკრძალული არ არის და თავისუფლად შეუძლიათ აჭამონ ბავშვს ძუძუ.

3.დუნდულების პლასტიკა

აქაც, რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი მეთოდი და მიდგომა პლასტიკურ ქირურგიაში. შეგვიძლია დუნდულების აწევა გავაკეთოთ, შეგვიძლია გადავნერგოთ ცხიმი სხეულის ნებისმიერი სხვა მიდამოდან ან მოცულობაში გავზარდოთ და მივიღოთ ლამაზი ფორმა და მდგრადი ეფექტი იმპლანტების მეშვეობით.

როგორ დაიხვეწა იმპლანტები წლების მანძილზე?

როგორც მკერდის იმპლანტები, ასევე დუნდულების იმპლანტებიც და საერთოდ ნებისმიერი იმპლანტი მედიცინაში ყოველდღიურად ვითარდება და სულ უფრო და უფრო იხვეწება ყველანაირად – როგორც უსაფრთხოების მხრივ, ასევე ესთეტიურადაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია პლასტიკურ ქირურგიაში.

რეაბილიტაცია საშუალო სირთულის არის, ძირითადად 1 თვე სჭირდება მაქსიმუმ, რომ აბსოლუტურად ბოლომდე დაუბრუნდეს ადამიანი სოციალურად აქტიურ ცხოვრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები