LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: „ქართულმა ოცნებამ“ „ჩაიხვია“ – ძალიან კარგად იციან, რომ მომდევნო სხდომებზეც ოპოზიცია მობილიზებული იქნება

128
fot (3)

„ქართულმა ოცნებამ“ „ჩაიხვია“, როგორც ხედავთ, უკვე მესამე დღეა ერთსა და იმავე ტექსტს ამბობს ბატონი კობახიძე და ერთი და იგივე მეთოდით, არაფერი ახალი დღეს არ შემოუთავაზებიათ და ნუ იმუქრებიან, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე მესამედ ვერ ჩატარდა.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო სხდომებზეც ოპოზიცია მობილიზებული იქნება.

პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა ვერც დღეს შედგა: უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა

„უბრალოდ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არ აძლევენ ოპოზიციას უფლებას, რომელსაც აქვს საკმარისი ხმა, შექმნას საგამოძიებო კომისია. „ქართული ოცნება“ არის შეშინებული, მან ძვრა ვერ უქნა ოპოზიციას, მცდელობები იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ძალიან კარგად იციან, რომ მომდევნო სხდომებზეც ოპოზიცია მობილიზებული იქნება. შემდეგი სხდომა იმართება ერთ კვირაში. ოპოზიციას შეგვიძლია დავიგეგმოთ, შევთანხმდეთ. როგორც იცით, დღის წესრიგშია კენჭისყრა. ამ საკითხს კენჭისყრის სიიდან „ქართული ოცნება“ ვერ ამოიღებს. ამიტომ, მათ ან უნდა გააგრძელონ პარლამენტის ბლოკირება ან ხელი არ შეგვიშალონ ჩვენი კონსტიტუციური უფლების აღსრულებაში, რომ საგამოძიებო კომისია შევქმნათ. თუ „ქართული ოცნება“ ჩასაფრებულია და ელოდება რომელიმე ოპოზიციონერი როდის გახდება ავად ან როდის დატოვებს ქვეყანას, ძალიან ცდებიან, ამით სასაცილოდ იგდებენ თავს“,- განაცხადა სამნიძემ.

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში, ახლა რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები