LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ანგარიშიდან 200 ათასი დოლარი მოხსნა და მთელი ფული გზაზე დაყარა

117
643765a58952c.image

აშშ-ში, ორეგონის შტატში მცხოვრებმა 38 წლის კოლინ დევისმა მანქანიდან გზაზე 200 ათასი დოლარი მიმოფანტა. KEZI 9 news-ის ინფორმაციით, ეს ფული საოჯახო საბანკო ანგარიშიდან იყო მოხსნილი.

დევისმა ფულის დაყრა მაგისტრალზე რომ დაიწყო, მალევე პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს. ოფიცრებმა ამერიკელს შეჩერება სთხოვეს, თუმცა მან განაცხადა რომ სურდა ამ საჩუქრით სხვა ადამიანები გაეხარებინა.

გზაზე ბევრი ავტომფლობელი გაჩერდა და კუპიურების მოგროვება დაიწყო, რაც საკმაოდ საშიშ სიტუაციას ქმნიდა. ბოლოს და ბოლოს პოლიციამ დევისი დაარწმუნა, რომ შეჩერებულიყო. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე საათში მაგისტრალზე ერთი დოლარიც კი აღარ ეგდო და გამვლელმა მძღოლებმა მთელი ფული მოაგროვეს.

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის კოლინს შესაძლოა ბრალი წაუყენონ. მისი ოჯახი კი მოუწოდებს ყველას, ვინც ფულის აღება მოასწრო, რომ ეს თანხა უკან დააბრუნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები