კომპანია Henley & Partners-მა ანალიტიკურ კომპანია New World Wealth-თან ერთად „2023 წლის ყველაზე მდიდარი ქალაქების“ სია შეადგინა. ამ რეიტინგში ქალაქები იმის მიხედვით ნაწილდებიან, თუ რამდენი მილიონერი ცხოვრობს თითოეულ მათგანში. Hubbis-ის ინფორმაციით, წელს ლიდერთა შორის ამერიკული და ჩინური ქალაქები არიან და ერთადერთი ევროპული დასახლება, რომელიც ტოპ-10-ში მოხვდა – ლონდონია.
ნიუ-იორკი მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქის სტატუსს წელსაც ინარჩუნებს, რაც მის ტერიტორიაზე მობინადრე 340 000 მილიონერის დამსახურებაა. სხვა ამერიკული ქალაქები – სან-ფრანცისკო (285 000 მილიონერი) და ლოს-ანჯელესი (205 400 მილიონერი) – მე-3 და მე-6 პოზიციებზე გადანაწილდნენ.
ტოკიო, რომელიც 10 წლის წინ ამ სიაში ლიდერი იყო, 290 300 მილიონერით მეორე ადგილს იკავებს. ლონდონი მეოთხე ადგილზეა (258 000 მდიდარი რეზიდენტი), სინგაპური (240 100) მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო სიდნეი(126 900) მე-10 პოზიციას დასჯერდა.
მეშვიდე, მერვე და მეცხრე ადგილები ჩინურმა ქალაქებმა – ჰონგ -კონგმა, პეკინმა და შანხაიმ დაიკავეს.