ლეონარდო დიკაპრიო პაპარაცებმა ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. 41 წლის მსახიობი ველოსიპედით სეირნობდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სპორტულ ფორმაში გამოწყობილი დიკაპრიო ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო გამვლელებისთვის. მასთან ერთად ველოსიპედით სეირნობდა ლეოს უახლოესი მეგობარი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოქტომბერში ეკრანებზე გამოდის ბენ აფლეკის ახალი ფილმი Live By Nigh, რომლის პროდიუსერიც ლეონარდო დიკაპრიოა.