LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ M4-ის განახლებული და გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა

65

კომპანიამ BMW M4-ის ახალი, გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა სახელწოდებით BMW M4 Competition Sport, რომელც სერიულ წარმოებაში M4-სა და M4 GT-ს შორის მოთავსდა.

განახლებულმა ვერსიამ კარბონის დეტალები, ახალი დიფუზორი, გვერდითა სარკეები და 20 დიუმიანი დისკები მიიღო. ხოლო სალონის დიზაინში, კვლავაც „ალკანტარაა” გამოყენებული.

კაპოტქვეშ მოთავსებულია 3.0 ლიტრიანი, Twin-Turbo ძრავი, რომლის სიმძლავრეც 450 ცხენის ძალაა, რომლითაც მან სტანდატრულ M-ს აჯობა, ხოლო GTS-ს სულ რაღაც 40 ცხენის ძალით ჩამორჩა.

ცნობილია ისიც, რომ BMW M4 Competition Sport სულ რაღაც 60 ეგზემპლარად დამზადდება და მხოლოდ ესპანურ ბაზარზე გაიყიდება. მისი ფასი კი 132-დან 900 ევრომდე მერყეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები