LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: „საზოგადოებას რომ ეტყვი, „ვაიმე, არაფერი ეშველება, დავიღუპეთ, არ იციან ამათმა“, ეს შეიძლება? მეტი კი არაფერი იყო ტანკის სურათი რომ აჩვენეს, აი, შემოიჭრნენო“

253
ფორტუნა - 2023-04-18T165054.348

„ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორედ გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული – ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს, არა მარტო რიკოთზე“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე, 147-ე კილომეტრზე.

„147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმის და სხვა კლიმატური ზეგავლენის შედეგად ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია. მიღებული იქნა ეს {საგზაო მოძრაობის ჩაკეტვის} გადაწყვეტილება და მყისიერად დავიწყეთ პროვოცირება დიდი ქვის მასების ჩამოშლის.

რეალურად ამას ვეძახით ჩვენ ფერდის ჩამოწმენდას, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირო საფრთხე. ამას მოვუნდით 2 დღისა და ერთი ღამის განმავლობაში. 11:27 წუთზე უკვე გაჩერებული იყო მოძრაობა. ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორად გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული.

ასეთი ლოდი კიდევ ბევრი ჩამოვაგდეთ ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად, თუკი რაიმე განვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის გვექნებოდა, გვაქვს და გვექნება იმის რესურსი, რომ ჩავკეტოთ მოძრაობა და არავითარი უბედური შემთხვევა ამის გამო არ მოხდეს. შესაბამისად, ჩამოიწმინდა, ჩამოვიდა ის დიდი მასები, რაც დათვალიერების შედეგად ჩანდა.

ასევე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და კლდესთან მანძილი გაიზარდა. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ქვათაცვენას ექნებოდა ის ეფექტი, რომ ჩვენ გვექნებოდა სიგნალი დროული და დროული რეაგირება ამაზე, რომ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს ჩვენ, არა მარტო რიკოთზე.

რა თქმა უნდა, მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური შეფასება. ახლა მე რაც მოგიყევით იმ ვადებიდან გამომდინარე, რაც იყო, ამას შეიძლება ეწოდოს კოლაფსი? ეკონომიკური კოლაფსი? ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხი, რომელიც ამ სიტყვებს იყენებს, მათი რეალური მნიშვნელობა არ იცის. ან გამძაფრებული აქვს რაღაც გრძნობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება,“ – განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის განმარტებით, 147-ე კილომეტრზე მომხდარს მოსახლეობის უსაფრთხოებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

,,რიკოთის მაგისტრალზე სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის.. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით” – რაზე წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

„ბევრ სხვა არსებულ გზასთან გვაქვს ანალოგიური შემთხვევა და იმასაც ვმართავთ. აქამდე არ დამდგარა ეს საკითხი, მაგრამ როდესაც სურვილი გაქვს, რომ შენი მოსახლეობა დაძაბო, დააშინო, ამით გამოიწვიო მათი უკმაყოფილება, დისკრედიტაცია, როგორც პროექტს, ამ პროექტში ჩართულ ექსპერტს, ადამიანს, მუშას ასე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე აკეთო, მიუღებელია. ეს არის რეალურად „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში.

საზოგადოებას რომ ეტყვი, „ვაიმე, არაფერი ეშველება, დავიღუპეთ, არ იციან ამათმა“, ეს შეიძლება? მეტი კი არაფერი იყო ტანკის სურათი რომ აჩვენეს, აი, შემოიჭრნენო,“ – განაცხადა ქარსელაძემ.

„ეს არის შეუქცევადი პროცესი“ – თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები