„მოგვეწვია გენერლები და გვეკითხა, რა ჯარი უნდათ. იმდენად გენანებათ 30 მილიონი ლარი, რომ გინდათ ათასობით ადამიანი ძალით წაიყვანოთ ჯარში, ეს არის პატრიოტიზმი?“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა მიმართა.
როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თავდაცვის ახალი კოდექსი არის პოლიტიკური პროექტი, რომლის შემუშავებაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები და საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ჩართული:
[related_news id=”810432″ align=”left”]
„ადამიანები ახლა ნებაყოფლობით მიდიან ჯარში. ჩვენი, „ბიბლიური თავისუფლების“ დამსახურებაა, რომ ყველა, ვინც მიდის მართლა ფიცს დებს, რადგან ეს ნებაყოფლობითია.
ფიცის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს. როგორც კი „ბიბლიური თავისუფლება“ ვეღარ დაეხმარება და ძალით წაიყვანთ, ციხით დაემუქრებით ადამიანებს.
ისინი ჯარში მხოლოდ მუქარის გამო წავლენ. მოგვეწვია გენერლები და გვეკითხა, რა ჯარი უნდათ. გვეკითხა, რამდენი ბიუჯეტი უნდა გამოვყოთ ამისთვის. თქვენ იმდენად გენანებათ 30 მილიონი ლარი, რომ გინდათ, ათასობით ადამიანი ჯარში ძალით წაიყვანოთ.
ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ
ეს არის პატრიოტიზმი? – ეს არაფერ შუაში არ არის პატრიოტიზმთან, ჯართან, თავდაცვასთან, ეს არის პოლიტიკური პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. ამის შემდეგ მართლა თავდაცვაზე დავიწყოთ საუბარი.“ – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.