LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი ლედი გაგას თანამშრომლობას სთავაზობს

20

რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ვახშმობის დროს დააფიქსირეს. დღეს კი ცნობილი ხდება ამ შეხვედრის მიზეზი – როგორც გაირკვა, კუპერმა მომღერალს მის ახალ ფილმში მონაწილეობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კლასიკური მელოდრამის „ვარსკვლავის დაბადება“ ხელახლა გადაღებას გეგმავს, რომელიც მისი რეჟისორული დებიუტი გახდება. თავდაპირველად მთავარ როლზე ბიონსე მოიაზრებოდა, თუმცა ამ უკანასკნელის უარის შემდეგ (რომელსაც არ დააკმაყოფილა ჰონორარმა) კუპერმა ლედი გაგას მიმართა.

ფილმის ფინანსურ მხარეზე სტუდია Warner Bros. იზრუნებს. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები