LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის სტუდენტებმა 400 ცხენის ძალის მქონე Golf დაამზადეს (ვიდეო)

48

კომპანია Volkswagen-ის სტაჟიორები საავტომობილო ფესტივალისთვის Worthersee ემზადებიან, სადაც გერმანული ბრენდის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. საუბარია Volkswagen Golf-ზე, რომლის უახლესი ვერსიაც, სწორედ სტუდენტებს ეკუთვნით.

Volkswagen Golf GTI Heartbeat-ის პროექტზე, 8 თვის განმავლობაში 20-დან 26 წლამდე 12 სტუდენტი მუშაობდა. თავად ავტომობილი კი Golf GTI-ს 40 წლის იუბილეს ეძღვნება.

ვიზუალური დიზაინის გარდა, აღსანიშნავია სალონიც, სადაც სპორტული სავარძლები დამონტაჟდა წარწერით ”40”. აგრეთვე განახლდა აუდიოსისტემა, რომლის სიმძლავრემაც 1360 ვატი შეადგინა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ავტომობილში გამოყენებული ტექნიკური მახასიათებლები, სერიულ წარმოებაშიც გადაინაცვლებს და გამოჩნდება Golf GTI-ს სარბოლო ვერსიაც, რომელიც სულ 400 ეგზემპლიარად გაიყიდება და Volkswagen Golf GTI Clubsport-ის სახელით იქნება ცნობილი.

 

https://www.youtube.com/watch?v=NpjzIoC7d9U

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები