LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: ვანო მერაბიშვილის პოზიციას თუ არ იზიარებ ან არ ხარ კეზერაშვილის ნათესავი, პარტიაში არ გიშვებენ

162
fot (1)

შუაღამეს გაკეთებული აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება, არ ვიცი, რას ემსახურება, ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მალულად რაიმე არ ყოფილიყო. პარტიას შევატყობინეთ, მათგან განსხვავებით. ამბობენ, ბევრი ოფისი გავხსენითო, ისე გახსნეს, ერთხელ არ უთქვამთ, რომ შევიკრიბოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ახალი ოფისის გახსნისა და ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ოპოზიცია ძლიერდება ახალი ოფისის გახსნით, სადაც ადამიანები, დაშლის ნაცვლად, გაერთიანდებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიას უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე ჰყავს, სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის ინტერესებს, მოვუწოდებთ ყველას, შეეგუონ არჩევნების შედეგებს

„ისე გავიდა ორი თვე, არცერთი გადაწყვეტილების მიღებაზე, არცერთ მნიშვნელოვან პროცესზე პირადად ჩემთვის არავის არ უთქვამს. ჩავთვალე, რომ, პირიქით, გაუხარდებოდათ, ოპოზიცია ამით ძლიერდება, კიდევ ერთი ოფისი ემატება. ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს. გულწრფელად ველოდებოდი, აბსოლუტურად სხვა რეაქცია ექნებოდათ.

გასაგებია, რომ ჩვენი პოზიციები, ტაქტიკა, შეხედულებები ერთმანეთს ძალიან სცილდება, მაგრამ საერთო საქმეს ვაკეთებთ. მგონი, ერთადერთი მენეჯმენტია, რომელიც ოპოზიციიდან ხალხის გაშვებაზეა ორიენტირებული, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით თქვან, მოდით, ერთად ვაკეთოთ. წადით, წადით, – მეტი არაფერი მესმის, ეს მართლა პრობლემაა. ეს არის ოფისი, სადაც ადამიანები, დაშლის ნაცვლად, გაერთიანდებიან. 50 პროცენტი ჩვენი ამომრჩევლის იზიარებდა იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით და არ შეიძლება, მათთვის კარის დაკეტვა. ქუჩაში ხომ არ გავუშვებდით ამ ხალხს. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ თუ არ იზიარებ ვანო მერაბიშვილის პოზიციას ან თუ არ ხარ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის ნათესავი, მაშინ პარტიაში არ გიშვებენ. ისე მოხდა, რომ არც ერთი ვარ და არც მეორეს ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, იქ მყოფი ბევრი ჩვენი მეგობარი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ამ წერილის შინაარსით.

რაც შეეხება დაფინანსებას, აქაც ყველაფერი გამჭვირვალეა, თუკი ვინმეს დააინტერესებს, და ალბათ დააინტერესებთ, განსაკუთრებით, ცენტრალური ოფისიდან. დეტალურად ეგზავნებოდათ ინფორმაცია. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არის პირველი ოფისი და რატომ შეიქმნა ასეთი აჟიოტაჟი, ჩვენთვის გაუგებარია“, – განაცხადა დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები