LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშას დედა სხვანაირი ვერ იქნებოდა.. ყველა მიზეზი აქვს იამაყოს, ბევრი მიზეზი აქვს გული ეტკინოს და ნაწყენი იყოს, არადა სულ პირიქით არის“- ანი წითლიძე გიული ალასანიაზე

344
ფორტუნა - 2023-04-15T020744.132

„მიშას დედა სხვანაირი ვერ იქნებოდა, მაგრამ გიული ალასანიას ვინც ერთხელ მაინც შეხვედრილხართ მიხვდებით, როგორ წარმოუდგენლად კარგი ადამიანია“. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე წერს და გიული ალასანიას ფოტოს აქვეყნებს.

მისივე თქმით, გიული ალასანიას ბევრი მიზეზი აქვს იამაყოს.

„ყველა მიზეზი აქვს იამაყოს, ბევრი მიზეზი აქვს გული ეტკინოს და ნაწყენი იყოს, არადა სულ პირიქით არის – წარმოუდგენლად სანდომიანი, პოზიტიური, მებრძოლი.
ჯოჯოხეთს უძლებს და მაინც აქეთ არის ყველასთვის გაძლების მაგალითი.

წარმოუდგნელად ზუსტად აანალიზებს არსებულ სიტუაციას და წარმოუდგენლად თავმდაბალია მაშინაც როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ფეხზე დამდგარი ტაშით ხვდება მიშას სახელის ხსენებას.

“იქნებ ცოტა დაისვენო” “იქნებ ცოტა ჭამო” “მოწყენილი რატომ ხარ” – აქეთ გვივლის ყველას ❤️
აქედანაც მინდა ვუთხრა მადლობა ყველაფერისთვის, მარტო ამ ბრძოლაში არა ხართ, ყველაფერი ჩაივლის, მიშა გადარჩება, სხვანაირად არ შეიძლება იყოს“. – წერს ანი წითლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები