LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცრუ ინფორმაციაა“ – „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით

136
Untitled design (3)

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა მოსკოვი-თბილისის ბილეთების გაყიდვა/დაჯავშნა დაიწყეს, „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება. ავიაკომპანია არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

„მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, – წერია „საქართველოს ავიახაზების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

‼️ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან…

Posted by ჯორჯიან ეარვეისი • Georgian Airways on Friday, 14 April 2023

 

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა.

„ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“,- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი…

Posted by სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA on Friday, 14 April 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები