LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რატომ არ შეიწყალეთ ნიკა გვარამია?“ – პრეზიდენტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა

188
ფორტუნა - 2023-04-14T124205.923

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 აპრილს 10 მსჯავრდებული შეიწყალა.

ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა მათ შორის ნიკა გვარამია, თუმცა აღნიშნული დღის ბოლოს პენიტენციურმა სამსახურმა არ დაადასტურა.

დღეს, 14 აპრილს ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, რატომ არ შეიწყალა ნიკა გვარამია, თუმცა ეს კითხვა პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა.

მან ასევე არ უპასუხა კითხვას, რატომ გადაიდო  სტრასბურგში  გამოსვლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები