„ბედნიერი და ამაყი ვარ…ჩემმა პირველმა სიმღერამ, მხოლოდ სამ კვირაში შეძლო მილიონი ნახვის დაგროვება” – ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მარიამ ხულიაშვილი
13.04.2023
469
მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისმა პირველმა სიმღერამ მხოლოდ სამ კვირაში მილიონი ნახვის დაგროვება შეძლო.
„სიმღერა OCEAN SIDE არ იყო კომერციული მოგებისთვის გათვლილი.
ეს იყო ჩემი გულის და სულის ამოძახილი, რომელსაც მეგონა ერთეულები აღიქვამდნენ.
მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი!
ჩემმა პირველმა სიმღერამ, მხოლოდ სამ კვირაში შეძლო მილიონი ნახვის დაგროვება.
მადლობა! ეს ყველაფერი ერთად შევძელით”, – წერს ბარბარა სამხარაძე.