LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხო და კომფორტული – Toyota-მ ავტომოყვარულებს სრულიად ახალი Corolla Cross და 2023 წლის Corolla წარუდგინა

489
ტოიოტა

„ტოიოტა კავკასიამ“ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის – „ტოიოტა კოროლას“ SUV ვერსიის – Toyota Corolla Cross და 2023 წლის ახალი Corolla წარუდგინა.

„კოროლა ქროსი“ აგებულია კარგად გამოცდილ GA-C პლატფორმაზე და ფლობს იმავე არსებით მახასიათებლებს, რომლებმაც Corolla-ს წარმატება უზრუნველყო. Corolla (სედანი) დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილად 50 მილიონ ერთეულზე მეტი გლობალური გაყიდვით, 55-წლიანი ისტორიითა და 12 თაობით.

Toyota Corolla Cross-ის შექმნით, კომპანიამ ავტომობილების სამოდელო რიგში ისეთი სიცარიელე ამოავსო, რასაც შესაძლოა ბევრი ვერც კი ამჩნევდა. ინოვაციური მოდელი კიდევ უფრო ზრდის Toyota-ს გაყიდვების ამბიციებს ევროპაში. კომპანია მიზნად ისახავს წლიურად 400 000 ერთეულის გაყიდვას, რაც 2025 წლისთვის სეგმენტის 9%-იანი წილის ეკვივალენტურია.

 

 

Toyota Corolla Cross

ახალი „კოროლა ქროსი“ აღჭურვილია Toyota-ს უახლესი ჰიბრიდული სისტემით, ციფრული ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების სისტემებით. T-Mate „კოროლა ქროსისთვის“ აერთიანებს Toyota Safety Sense-ის უახლესი თაობის პაკეტს, მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებთან, რათა არა მხოლოდ გაამარტივოს უსაფრთხოდ გადაადგილება, არამედ დაიცვას ავტომობილის ყველა მგზავრი და გზის სხვა მომხმარებლები სხვადასხვა სცენარში.

ეს არის პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია Toyota-ს მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტრო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს და ეფექტურობას.

Corolla Cross შექმნილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც ყოველდღიურობის გასამარტივებლად ეძებენ პრაქტიკულ და მრავალმხრივ სატრანსპორტო საშუალებას.

ექსტერიერში ასახულია Toyota SUV-ს მძლავრი იერი, სალონი კი ტევადია და შექმნილია მარტივი წვდომისთვის, უკანა სავარძლებზეც კი.

ავტომობილში შეხვდებით პირველად ახალ Toyota Smart Connect მულტიმედიურ და საინფორმაციო-გასართობ სისტემას.

„კოროლა ქროსი“ ტოიოტამ ევროპულ ბაზარს და გემოვნებას მაქსიმალურად მოარგო. ის დახვეწილი, კომპაქტური და პრაქტიკულია.

ინტერიერი შექმნილია ყოველდღიური პრაქტიკულობისთვის, როგორც ბავშვის საჭიროებებისთვის, ასევე, ზრდასრული მგზავრებისთვის – მსუბუქი, ღია სივრცე, კარგი ხილვადობით ყველა მგზავრისთვის, დიდი გვერდითი ფანჯრებით და მძღოლისთვის საუკეთესო ხილვადობით.

„კოროლა ქროსის“ საბარგული ტევადი და ფართო კარის ხარჯზე ადვილად მისადგომია, რასაც ასევე ამარტივებს საბარგულის კარის გაღების სენსორული სისტემა.

Corolla Cross არის პირველი მოდელი მსოფლიოში, რომელიც იყენებს Toyota-ს მეხუთე თაობის თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ელექტრო სისტემას, რაც უფრო სასიამოვნო მართვის გამოცდილებას ნიშნავს.

უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია როგორც Toyota-სთვის, ასევე მისი მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებიც ახალი Corolla Cross-ის ძირითადი სეგმენტია. Toyota T-Mate-ის დახმარებით ახალი კოროლა ქროსი კიდევ უფრო უსაფრთხოა.

Corolla Cross-ის Toyota T-Mate ფუნქციები ხელს უწყობს პარკირებისა და მართვის გამარტივებას და უსაფრთხოებას.

 

Toyota Corolla (MC)

„ტოიოტას“ ლეგენდარული სედანის ტოიოტა კოროლას ახალი ვერსია კი მოიცავს განახლებებს როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერის, და ტექნოლოგიების მხრივ.

მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა – მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO-ის გამოყოფას უზრუნველყოფს.

ექსტერიერი კონცეპტუალურად არ შეცვლილა – წარმოდგენილ ავტომობილში განახლებულია რადიატორის ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და აქვს ახალი დისკების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. ექსტერიერი ახალი ფერითაა (Midnight Teal) გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

„კოროლა“ იქნება პირველი „ტოიოტა“, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ. ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ „კოროლას“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.

სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩვეადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედია მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით – ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში. „ტოიოტა კოროლა“ აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მეტად კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით. ასევე 12,3 დუიმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.

——–

„ტოიოტას“ ორივე ახალი მოდელის შეძენა ოფიციალურ დილერებთან: „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, „ტოიოტა ცენტრ თეგეტასა“ და „ტოიოტა ცენტრ ბათუმშია“ შესაძლებელი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები