LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Shell მომავლის ავტომობილს ამზადებს (ფოტო)

35

მსოფლიოში ერთ-ერთმა პოპულარულმა ზეთების მწარმოებელმა კომპანიამ Shell ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. საუბარი შეეხება მომავლის ავტომობილის სახელწოდებით Project M, რომლის დამზადებაშიც McLaren F1-ის ყოფილი დიზაინერი გორდონ მიურეი მონაწილეობს.

როგორც ცნობილი ხდება ავტომობილი სამადგილიანი იქნება, მისი წონა 550კგ იქნება. 0.660 ლიტრიანი ძრავი, რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილში იქნება მოთავსებული, 45კმ/სთ სისწრაფეს განავითარებს.

კომპანია Shell-ისა და გორდონ მიურეის ერთობლი განცხადებით, ავტომობილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მის გამოჩენას 2017 წლისთვის ვარაუდობენ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა თუ კრიტიკოსების რეცენზიებს დავუჯერებთ, ავტომობილმა უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები