იაპონურმა ავტოგიგანტმა Honda პეკინის ავტოსალონზე, (Beijing Auto Show 2016) ახალი ავტომობილის Avancier პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც სპეციალურად ადგილობრივი ბაზრისთვის დამზადდა.
როგორც ამბობენ, ახალი ავტომობილი კომპანიის ყველაზე პოპულარულ მოდელზე CR-V ერთი საფეხურით მაღლა დგას, მისი რეალიზაცია კი წლის ბოლოს იგეგმება.
Honda-ს ახალი კროსოვერი Concept D-ს ბაზაზე დამზადდა, რომლის დებიუტიც შანხაის ავტოსალონზე შედგა. მის კაპოტვეშ მოთავსებულია 2.4 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავი, თუმცა, ხელმისაწვდომი იქნება 2.0 ლიტრიანი, VTEC-ის ძრავიც.
გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ Honda აპირებს გამოუშვას კროსოვერის ჰიბრიდული ვერსიაც, რომელიც 2017 წელს გამოჩნდება. კომპანიაში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ავტომობილი ევროპის ან აზიის ბაზაზე გაიყიდოს…