გორში პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულნი.