მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ.
„დროებითი გადავადება არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი“. – ამბობს გიული ალასანია მედიასთან საუბარში.
„დემოკრატიის სიმბოლო მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უნდა გადაწყდეს. პრეზიდენტის საქმე სტრასბურგშია“. – დაწერა გიორგი ჩალაძემ ფეისბუკზე.