მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის უკანონოდაა დაკავებული. დიასამიძის მოსაზრებით, „ამ უსამართლობის დასასრულებლად მას უმოკლეს გზად პრეზიდენტის შეწყალება“ ესახება:
„ყველაზე მოკლე გზა ისაა, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, ამაზე მოკლე გზას, ვერ ვხედავ.
შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას – რას პასუხობს პრეზიდენტი
სხვებიც ხაზს უსვამენ ხომ? ამერიკა, ევროპა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი აქ საუბარი, რაღაც პირადი აზრები არ არის, ეს ობიექტურად დანახული ამბავია“, – თქვა „მთავარი არხის“ ეთერში მუსიკოსმა.
ნინო კასრაძე გვარამიას პატიმრობაზე: მივიჩნევ, რომ ესაა პოლიტიკური აქტი, ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის შეწყალება
მსახიობი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ ბრალდება უსამართლოა.
ნიაზ დიასამიძის აზრით, მთავარი ისაა, რომ „ჩვენი პირადი ინტერესებისთვის კი არ გვინდა რამე, გვინდა სამართლიანი ამბავი, უსამართლობა კი აშკარაა..“
„დასავლური ქვეყნები, ამერიკა, ევროპა და ნებისმიერი ცივილური ქვეყანა სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის პატივისცემასა და თანასწორობაზე დგას, რაც სამწუხაროდ, ჩვენთან ამდენი წელი არ გამოდის, ვერ მივაღწიეთ.
ბოლომდე ვეთანხმები იმ ამბავს, რომ ნიკა იქ, სადაც არის, უსამართლოდაა. იმასაც, რასაც ამბობს, რომ თავისუფალია, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ამის მჯერა.
ის, რაც ყველას გვინდა და რატომაც გვინდა თავისუფლებაზე იყოს, ესაა ის, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს.. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ ეს ლოდინი დიდი ხანი არ იქნება, მალე უკეთესი და უკეთესი ამბები იქნება.“ – აღნიშნა ნიაზ დიასამიძემ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მოძრაობა მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა.
აღნიშნულ პროცესში მთავარი როლი „ინტელექტკლუბის“ წევრთა ნაწილმა შეიტანა. მათი თქმით, საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გადის.