LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შამპუნებისგან ყველა რატომღაც სასწაულს ელის ხოლმე, შამპუნი კი არის დასაბანი საშუალება და არა სასწაულმოქმედი“ – ნათია თოდუა თმის ცვენაზე

633
ნათია-თოდუა

რა ითვლება ოქროს სტანდარტად თმის ცვენის სამკურნალო საშუალებებს შორის, ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „თოდუას კლინიკის“ დერმატო-ვენეროლოგმა, ნათია თოდუამ ისაუბრა.

„თმის ცვენის მკურნალობა ძირითადად ადგილობრივი თერაპიით ხდება. არის სხვადასხვა სტეროიდული საშუალები, რომლის მიზანიც კანის ზედაპირის გაღიზიანებაა, რომ საპასუხოდ თმა წამოვიდეს. რა თქმა უნდა, სტეროიდი ყველა შემთხვევაში არ გამოიყენება, თუმცა ადგილობრივი თერაპია წამყვანია თმის ცვენის მკურნალობაში, იქნება ის დიფუზური თუ ლოკალური. რაც შეეხება სხვადასხვა შამპუნებს, კაფსულებს, დანამატებს, შამპუნებისგან ყველა რატომღაც სასწაულს ელის ხოლმე, შამპუნი კი არის დასაბანი საშუალება და არა სასწაულმოქმედი. კი, რა თქმა უნდა, არის შამპუნების კატეგორია, რომელიც ძალიან გვეხმარება მკურნალობასთან ერთად. საკვები დანამატების, როგორიცაა თუთია, ბიოტინი, D ვიტამინი, როლი ალოპეციის მკურნალობაში ძალიან ბუნდოვანია. კომპლექსურად თუ ვუდგებით საკითხს, მაინც ვიყენებთ ხოლმე მათ თმის ცვენის დროს და ასევე მივმართავთ ინიექციურ მეთოდებსაც, როგორც დამხმარე საშუალებას. მე, ძირითადად, პრიორიტეტს პლაზმა თერაპიას, პლაზმოლიფტინგს ვანიჭებ. ამ დროს ხდება პაციენტის ვენიდან სისხლის აღება, მისი დაცენტრიფუგება და თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის სკალპზე ინიექციის გზით შეყვანა. თრომბოციტები, როცა კანის შრეში მოხვდებიან, გამოათავისუფლებენ ზრდის ჰორმონებს და ხდება თმის ფოლიკულის სტიმულირება, რომ თმა გაიზარდოს. ხდება თმის შედარებით გახშირება და გაჯანსაღება. მე ყოველთვის ვცდილობ, კომპლექსურად მივუდგეთ ამ პრობლემას, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ“ – განაცხადა თოდუამ.

თმის ცვენა – რა იწვევს, როდის არის ნორმა და რა ვუშველოთ – ნათია თოდუას რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები