LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე ბიუჯეტური ქვეყნები – რჩევები მოგზაურებისთვის

239
cheapest-european-countries-to-visit-poland

ევროპა აუარებელ დანიშნულებას სთავაზობს ყველა გემოვნებისა და ინტერესის მქონე ადამიანს – დაწყებული ცისფერი სანაპიროებითა და კამკამა წყლით, ულამაზესი მთებით და ისტორიული ლოკაციებით დასრულებული, სადაც ათასი წლით უკან შეძლებთ მოგზაურობას. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი დანიშნულება – განსაკუთრებით ისეთ პოპულარულ ქვეყნებში როგორიცაა – საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები – საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვს.

თუკი შედარებით ნაკლები ბიუჯეტით აპირებთ მოგზაურობას, მაშინ საზღვრებს მიღმა უნდა იაზროვნოთ და ნაკლებად ცნობილი თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი ადგილებისკენ გაეშუროთ. ყველაზე ხელმისწვდომი ევროპული დანიშნულებების პოვნა ამ სიაში შეგიძლიათ.

1. ბულგარეთი

ნაკლები ხარჯებით ზაფხულის გასატარებლად საუკეთესო ადგილი ბულგარეთია. საკმაოდ ბიუჯეტურად შეგიძლიათ ასევე ჭამოთ, ისრიალოთ და ულამაზესი ადგილებიც მოიაროთ.

2. რუმინეთი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური დანიშნულება, სადაც ულამაზესი მთების, დრაკულას სასახლის და ბევრი საინტერესო რამის ნახვას შეძლებთ.

3. მონტენეგრო

მონტენეგრო საკმაოდ ახალგაზრდა ქვეყანაა, სადაც შედარებით იაფად ძალიან გემრიელად ჭამას შეძლებთ. არა სეზონზე ქვეყანაში დასვენება ზოგადად ძალიან ბიუჯეტური გამოგივათ.

4. პორტუგალია

პორტუგალიას მიმზიდველ დანიშნულებად ბუნება, მზე და გარე – ძირითადად უფასო აქტივობები აქცევს. ულამაზესი ლოკაციები და საუკეთესო კლიმატი კი ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

5. სლოვენია

გიგანტებს – იტალიას, ავსტრიას და უნგრეთს შორის მოქცეული პატარა სახელმწიფო ტყეებითა და მთებითაა დაფარული. მაშინ როცა ზაფხულის სეზონი შედარებით მეტ ფინანსებს უკავშირდება, პლაჟების უმეტესობა უფასოა და კარგად დასვენებას ბიუჯეტური ტურისტიც შეძლებს.

6. უნგრეთი

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უფასო აქტივობების მთელ სიას მოიცავს, მათ შორის კი ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენაა შესაძლებელი.

7. პოლონეთი

პოლონეთის მთავარი ქალაქები – კრაკოვი და ვარშავა ყოველთვის იაფი ვერ არის, ამიტომ მათ მონახულებას ზაფხულში არ გირჩევთ. თუმცა, თუკი სწორ სეზონს შეარჩევთ, ნაკლები დანახარჯით ნამდვილად საოცარ დროს გაატარებთ.

8. ჩეხეთი

პოლონეთის მსგავსად სწორი დროის შერჩევა ჩეხეთსაც სჭირდება, რამეთუ სეზონზე იაფი არც ეს დანიშნულებაა. ამასთან, უფასო აქტივობების პოვნა პრაღაშიც მრავლადაა შესაძლებელი.

9. იტალია

იტალია აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ბიუჯეტური ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით და მინიმალური დანახარჯებით ბევრი ქალაქის მონახულებაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები