LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„18 თვემდე არავითარი გაჯეტი, ხოლო შემდეგ ასეთი რეკომენდაციაა..“ – ნინო ცინცაძის რჩევები მშობლებს

511
ნინო-ცინცაძე

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ნინო ცინცაძემ ვრცლად ისაუბრა ენისა და მეტყველების განვითარების თავისებურებებზე და გაჯეტების უარყოფით როლზე ამ მიმართულებით:

„მშობლისთვის ძალიან კომფორტულია, როდესაც წყნარად ზის ბავშვი და არ უვარდება ოთახში, ეს დიდწილად გაჯეტების დამსახურებაა. მაგრამ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ თუ ამ დროის რეგულირება არ მოხდა, ამან შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების მხრივ. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ აი ისწავლა ფერები, სიტყვები, ტექნოლოგიასთან ურთიერთობა, მაგრამ ენის განვითარება იწყება დაბადებიდან, ესაა ყველაზე სენსიტიური ასაკი და ამიტომ, 3-4 წლამდე ასაკში უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. მეტყველება ისწავლება ცოცხალი ურთიერთობით, გაჯეტებით ბავშვი ისწავლის რამდენიმე ფერსა და სიტყვას, მაგრამ კომუნიკაციას და ენის გამრავალფეროვნებას, ვერა.

ამერიკის ჯანდაცვის ასოციაციის გაიდლაინით, 18 თვემდე გაჯეტი იკრძალება, 18-24 თვემდე – თვეში ნახევარი საათი არის დაშვებული, ისიც უფროსის თანდასწრებით. 2 წლიდან 5 წლამდე, დღეში მხოლოდ ერთი საათი და ისიც მშობლის მიერ შერჩეული პროგრამებით არის რეკომენდებული“ – ამბობს ნინო ცინცაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ“ – ნინო ცინცაძე

„არ თქვა თქვი“, ანუ არ უთხრათ ბავშვს, რომ რაღაც გაიმეოროს –  ნინო ცინცაძე გვასწავლის, როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, რომელმაც მეტყველება დააგვიანა

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკშიც ვერ ლაპარკობს – ნინო ცინცაძის საინტერესო რჩევები მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები