LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფი Volkswagen Golf-ის დებიუტი ერთ თვეში შედგება

141

Volkswagen Golf-ის მოყვარულებს დიდი სიურპრიზი ელით. ზუსტად ერთ თვეში გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Volkswagen ახალი ვერსიის Golf R400-ის დებიუტს გეგმავს.

წლევანდელ წელს გერმანელები Golf GTI-ს 40 წლის იუბილეს აღნიშნავენ. სწორედ ამ თარიღს უკავშირდება ახალი მოდელის გამოჩენაც, რომელსაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.

ერთ-ერთ ინტერვიუში კომპანიის ტოპ-მენეჯერმა დომინიკ ხობერგმა განაცხადა, რომ ქარხანაში მზადდება სპეციალური, საიუბილეო მოდელი, რომლის დებიუტიც მაისში შედგება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Golf-ის ახალი მოდელი ისტორიაში ყველაზე სწრაფი იქნება და მასში ახალი თაობის, 420 ცხენის ძალის მქონე ძრავი მოთავსდება. სავარაუდოა, რომ ეს იქნება 2,5 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი, რომელიც აქამდე გამოყენებული იყო Audi RS 3-ში. ხოლო, ზემოთხსენებული ძრავი, 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფზე იმუშავებს.

როგორც დომინიკის ინტერვიუდან ვიგებთ, ამ მოდელის პრეზენტაცია ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღსაც ემთხვევა. შესაბამისად, ახალი Golf R400-ის პრეზენტაცია პომპეზურ გარემოში მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები