ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ ეთერში მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერთა რეაქციებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
„სანქციები ამ ოთხ კონკრეტულ პირზეა მიღებული. ეს არის ძალიან საგულდაგულო პროცესის შედეგი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლისთვის, ასევე, მართლმსაჯულების უზენაესობის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერისთვის.
„არ ვიცი რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი“ - კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს
დეგნანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს არავინ სთხოვს მეორე ფრონტის გახსნას.
ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ ჩვენს სანქციებს. ჩვენ, როგორც ვთქვით, გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან ერთად ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მხარს დავუჭერთ იმ ძალისხმევას, რაც ქართველებმა განახორციელეს სასამართლოს განვითარებისთვის, რომ არ იყოს კითხვები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა საკითხზე. ეს არის თავისუფალი არჩევნები, არის თუ არა თანაბარი პირობები ბიზნეს დავებისას. ეს ასევე არის მნიშვნელოვანი საქართველოს წევრობისთვის ნატოსა და ევროკავშირისთვის, სადაც სამართლის უზენაესობა არის მთავარი მოთხოვნა“, — განაცხადა კელი დეგნანმა.