სამსაბურავიანი მიკროავტომობილის Peel P50 ერთ-ერთი ეგზეპლარი, რომელიც დამზადებულია დიდ ბრიტანეთში 1962-დან 1975 წლებში RM Sothbey’s-ს აუქციონზე გიყიდა. ავტომობილის ახალმა მფლობელმა, რომელის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, ახალ შენაძენში 176 ათასი დოლარი დახარჯა.
როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ეს ავტომობილი ერთ-ერთი უნიკალური მოდელია 26-იდან, რომელმაც XXI საუკუნემდე მოაღწია.
Peel P50 სულ 47 ეგზემპლიარად დამზადდა, გაყიდული ავტომობილის ყოფილი მფლობელი კი ერთ-ერთი ამერიკელი კოლექციონერი გახლდათ.
Peel P50-ის თანამედროვე წარმატება პოპულარულ ავტოშოუს TopGear-ს უკავშირდება. ეს ავტომობილი შოუს წამყვანებმა, მეათე სეზონის მესამე სერიაში გამოიყენეს, გადაცემა 2007 წელს გავიდა ეთერში. მის საჭესთან კი ჯერემი კლარკსონი იყო მოთავსებული.
სამსაბურავიანი ავტომობილი მოტოციკლის ძრავით იყო აღჭურვილი და მისი სიმძლავრე 4,5 ცხენის ძალას შეადგენდა. P50-ს უნიკალური ტიპის მექანიკური გადაცემათა კოლოფი და წინაწამყვანი თვლები ჰქონდა. მის მოსაბრუნებლად კი მძღოლს ავტომობილიდან გადმოსვლა და 59კგ წონის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხელით მობრუნება უწევდა…