LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის სიარული სასარგებლო? 7 მიზეზი ექსპერტებისგან

169
Benefits-of-Walking

ჯანსაღი წონის შენარჩუნების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი საუკეთესო გზა სეირნობაა. სინამდვილეში სიარულის დადებითი მხარეები ურიცხვია და ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ამ ჩვევის დღიურ რუტინაში დამატებით ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით.

უფრო ზუსტად კი სიარულის დადებითი მხარეები ასე გამოიყურება:

1. აუმჯობესებს განწყობას
ჭიქა ღვინოს ან შოკოლადს მძიმე დღისთვის ნათელი ფერების შეძენა შეუძლია, თუმცა სასეირნოდ წასვლა ბევრად უკეთესი, ნაკლებ კალორიული და სასარგებლო სტრატეგიაა.

2. იწვება კალორიები და ნარჩუნდება ჯანსაღი წონა

რაც უფრო მეტს ივლით თქვენს ვიზუალში უფრო მეტ სასიამოვნო სიახლეს აღმოაჩენთ. სიარული საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს და დარბაზში სიარული დიდად არ მოსწონს.

3. ქრონიკული დაავადებების რისკი მცირდება

სიარულის ფიზიკური სარგებელი ათობით კვლევითაა დადასტურებული. სიარული სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, რაც ბუნებრივია დიაბეტის გაჩენის რისკებზე მოქმედებს. გარდა ამისა ყოველდღიურად გადადგმული 1000 ნაბიჯი სისხლში წნევის რეგულირებასაც უწყობს ხელს.

4. დიდხანს სიცოცხლე

სიმართლეა ის ფაქტი, რომ სიარული სიცოცხლის წლებს ამრავლებს და დიდი ძალისხმევაც არაა საჭირო იმისთვის რომ შედეგები იხილოთ.

5. გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს

ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ იმ ადამიანებს, ვინც სიარულს კვირაში რამდენიმე საათს უთმობს, ტვინის მუშაობა გაუუმჯობესდათ და გადაწყვეტილების მიღების პროცესიც ბევრად ეფექტური გახდა.

6. საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირება

სიარული საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება და ბევრი ადამიანი პრობლემის მოგვარებას მედიკამენტების დახმარების გარეშე ახერხებს.

7. უმჯობესდება ძილი

თუკი სიარულისთვის დროს რეგულარულად გამონახავთ, ღამით უკეთ ჩაძინებას შეძლებთ. საქმე ისაა, რომ ფიზიკური აქტივობა მელატონინის ანუ ძილის ჰორმონის გამოყოფას ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები