LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ“ – ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

156
ფორტუნა - 2023-04-05T153829.996

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.

მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

„გულწრფელობა არ ნიშნავს, აღიარო ფაქტი, რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი. გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთებია არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატებს, შესაბამისად, ფაქტის აღიარება არ კმარა“,- განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

მოსამართლე შოთა ბიჭაიას კითხვაზე, თავს ხომ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, ბადრი ესებუამ უპასუხა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, თუმცა მისი შეფასებით, ეს დანაშაული არ არის.

„დამნაშავედ რამდენად ვცნობ [თავს] არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, – განაცხადა ბადრი ესებუამ.

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

ბადრი ესებუასა და მოწმეს შორის შელაპარაკება მოხდა – „მანდ ზის ცხოველი“.. „ქალბატონო ანა, სარკე არ გაქვთ სახლში“?

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

„ჩემი თხოვნა იქნება, არ აწვალოთ ეს ადამიანი, ძალიან ცუდ დღეშია..“ – რა თქვა ბადრი ესებუამ პროცესზე და რა შუამდგომლობა დააყენა პროკურორმა

ამავე თემაზე:

„ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“ – ბადრი ესებუა მოწმე პოლიციელს

„ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით–მეთქი“ – ესებუას პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს

პოლიციელი: ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ ბანკი მან დააყაჩაღა – ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო

ვიდეო: როგორ გადასცემს ავთანდილ გალდავა თავდამსხმელს თანხას 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები