LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გაასამართლებენ 15 რუს ჯარისკაცს, რომელთაც 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი 1 თვე სარდაფში ჰყავდათ დაკავებული

121
რუსი ღორები

უკრაინაში გაასამართლებენ 15 რუს ჯარისკაცს, რომელთაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდათ დაკავებული.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.

„რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ სოფელ იაგოდნოეში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებულმა სამხედროებმა სკოლის სარდაფში თავისუფლება აღუკვეთეს და იძულებით დააკავეს, „ცოცხალ ფარად“ გამოყენების მიზნით, 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი.“ – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები