LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სითბო სახიფათოა – როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გაზაფხულისთვის

82

ავტომობილის მუდმივად სჭირდება სეზონური მომზადება. შორს გასავლელი გზა, გაყიდვა თუ სხვა დეტალები, თავისებურ მომზადებას მოითხოვს. დღეს კი ჩვენ ავტომობილის საგაზაფხულოდ მომზადებაზე ვისაუბრებთ…

გაზაფხული ეს წელიწადის ის დროა, როცა ყველაფერი ყვავდება, დნება თოვლი და იცვლება ასფალტის ზედაპირი. თუ თქვენ ზამთრის პერიოდში მუდმივად გიწევდათ ავტომობილით გადაადგილება, გაზაფხულის შესახვედრად განსაკუთრებით უნდა მოემზადოთ. ზამთრისთვის მზადება შედარებით მარტივი საქმეა, შეცვლით ზეთს, საბურავებს, ძრავის ღვედს და ამით დასრულდება… გაზაფხულის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულად და საინტერესოდ გვაქვს.

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გაზაფხულისთვის? მაშ ასე…

საბურავების შეცვლაზე საუბარით თავს არ შეგაწყენთ იმიტომ, რომ პირველ რიგში გაზაფხულის შუა პერიოდში, როდესაც ასფალტის საფარი ძირეულად შეიცვლება, ჩვენი ზამთრის საბურავები აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდება, მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობაშია ის. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, საწვავის ზედმეტად მოხმარებაზე აისახება… მეორე რიგში კი იმიტომ, რომ ავტომფლობელების 90% აუცილებლად ითვალისწინებს ტემპერატურის ცვლილებებს და საბურავებს სეზონის მიხედვით ცვლის. თუმცა, გაზაფხულისთვის მზადების პრობლემები სხვა საკითხებში მდგომარეობს…

გაზაფხული – ეს მზეა, მზე – ეს სითბოა. სითბო – ეს გადაუხრებაა, გადახურება კი ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი მტერია,  ამიტომ პირველ რიგში უდიდესი ყურადღება გაგრილების სისტემას უნდა დავუთმოთ…

გაგრილების სისტემა

დავიწყოთ უმთავრესი – ძრავის ტემპერატურისგან. ზამთარში გაგრილების სისტემაზე დატვირთვა  არც ისე დიდია, შესაბამისად გაგრილების სისტემა საფრთხეს ნაკლებად ქმნის. მაგრამ, როგორც კი ტემპერატურა +10 გრადუს მიაღწევს, შეიძლება უსიამოვნებები წარმოიშვას. როგორ მოვიქცეთ?

დასაწყისისთვის საკმარისია დავრწმუნდეთ რადიატორის, კონდენცირებისა და ინტერქულერის სისუფთავეში. ეს სახუმარო თემა არ გახლავთ, რადგან კენჭები, ქვიშა და ქალაქის მტვერი, ალუმინზე ძალიან ცუდად აისახება, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის გაგრილების სისტემას.

საერთოდაც, კარგი იქნება თუ რადიატორს გავრეცხავთ, მაგრამ საყურადღებოა ისიც, რომ არასწორი გასუფთავების შემთხვევაში, გაგრილების სისტემას შეიძლება ჰიდროდარტყმა მივაყენოთ, რაც მას ძალიან დააზიანებს და შესაძლებელია სრულად გამოვიდეს მწყობრიდან. სუფთა რადიატორი თქვენი გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობის საწინდარია…

კონდინციონერი

ერთი შეხედვით კონდინციონერი განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერ ასე მარტივადაც არაა.

თუ კონდინციონერი გვაქვს, ის, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა გარემონტდეს. თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ და რადიატორიც გაასუფთავეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაგრილების სისტემა უპრობლემოდ იმუშავებს.

სავალი ნაწილები

იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მეტ პრობლემას სავალი ნაწილები სწორედ გაზაფხულზე ქმნიან, აუცილებელია შემოწმდეს სხვადასხვა დეტალების ვარგისიანობა.

უსწორმასწორო გზის პირობებში დაკიდებისა და სავალი ნაწილების დეტალები დიდ დატვირთვაზე მუშაობენ, თუმცა ეს ფაქტი პრობლემის მხოლოდ ერთ ნახევარს წარმოადგენს, მეორე ნახევარი კი ტემპერატურის მუდმივი ცვალებადობა გახლავთ, რაც უდიდეს ზიანს აყენებს სავალ ნაწილებს.

ამასთანავე საყურადღებოა ისიც, რომ არ ღირს მცირე დროის მანძილზე ავტომობილს სხვადასხვა სახის საბურავები ”მოვასინჯოთ”, რადგან მსგავსი ქმედება დაკიდების სისტემას სხვადასხვა რეჟიმში ამუშავებს, რეჟიმის ხშირი ცვლილება კი მის დაზიანებას იწვევს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აუცილებელია შემოწმდეს სავალი ნაწილები. დეტალებს, რომლებსაც პრობლემები აღმოაჩნდება, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს აღდგენითი სამუშაოები. თუმცა უკეთესია, განახლების მაგივრად, თითოეული დაზიანებული დეტალი ახლით შეიცვალოს. ასეთი ქმედება ავტომობილს სირბილეს, თქვენ კი კომფორტულ გადაადგილებას გპირდებათ.

ძარა

და ბოლოს… ავტომობილი ზამთრის პერიოდში დაგროვებული მარილებისგან უნდა გავწმინდოთ. ასეთი საქციელით ჩვენი ავტომობილის სიცოცხლეს, რამდენიმე წლით გავახანგრძლივებთ. ამასთან ერთად, კარგი იქნება თუ შევამოწმებთ სამუხრუჭე სისტემისა და სხვა მსგავს სისტემებში დარჩენილ სითხეებს და შევძლებთ მათ შეცვლას ან დამატებას.