აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლო დარბაზი დატოვა.
მას სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, ის ფლორიდაში მიემგზავრება, სადაც, სავარაუდოდ, მოგვიანებით განცხადებას გააკეთებს.
საგულისხმოა, რომ დონალდ ტრამპს ბრალი 34 მუხლით წარუდგინეს. ის დანაშაულს არ აღიარებს.