აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო დარბაზში იმყოფება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება და ტრამპი მოსამართლე ხუან მანუელ მერჩანის წინაშე წარდგება.
ამჟამად ის მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობის მეთხუთმეტე სართულზე იმყოფება.
როგორც ვარაუდობენ, ტრამპს მალევე გაათავისუფლებენ გირაოთი, რის შემდეგაც ის აპირებს დაბრუნდეს ფლორიდაში და სიტყვით მიმართოს მხარდამჭერებს.