აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოში მისვლის შემდეგ დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საგულისხმოა, რომ ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.
როგორც ცნობილია, ტრამპი პატიმრობაში მომავალ სასამართლო სხდომამდე იქნება.
„მივდივარ ქვედა მანჰეტენისკენ, სასამართლოში. როგორი სიურრეალისტური ჩანს, ისინი ჩემს დაპატიმრებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს აშშ-ში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი!“, – დაწერა ტრამპმა სასამართლოში მისვლამდე.