LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ფინეთი NATO-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა

122
ფინეთი და NATO

ფინეთი დღეს NATO-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება. შესაბამისი პროცედურების თანახმად, ბრიუსელში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გადასცემს, რაც ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მოხდება.

საბოლოოდ კი, ფინეთის სახელმწიფო დროშა NATO-ს შტაბ-ბინაში საფრანგეთისა და ესტონეთის დროშებს შორის აღიმართება.

„ეს ნაბიჯი ფინეთს მეტად დაცულს გახდის, NATO-ს კი, უფრო ძლიერს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის ნეიტრალიტეტის ეპოქის დასასრულს ნიშნავს, რომელიც 1917 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდამ არაბლოკური სახელმწიფო იყო და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სსრკ-ს შეიარაღებული აგრესიას ექვემდებარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას, NATO-ში ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაცია უკრაინის ომის ფონზე ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოხდა და ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.

მოსკოვში განაცხადეს, რომ ამ პროცესის საპასუხოდ ქვეყანა დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სამხედრო შესაძლებლობებს გააძლიერებს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები