LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა – რა ჯდება პროექტი

124
ზიპლაინი

ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, მასშტაბური პროექტისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.

„არანაკლებ 1 752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი „არწივის ბუდის“ დიზაინით აშენდება და პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება.

ზიპლაინის ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება.

საპროექტო არეალი დაახლოებით, 3500 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, პროექტის ღირებულება 9 512 716 ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე განხორციელდება.

წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება“, – აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები