დონალდ ტრამპი უკვე ნიუ-იორკშია.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დღეს მანჰეტენის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.
დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.
ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას უყენებენ.