LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს” – თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე

204
BeFunky-collage - 2023-04-04T012709.014

მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თეა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე განაცხადა.

„მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ „ძალიან ცუდია, მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილში.

დღეს ამ კაცს [დავით კეზერაშვილს] რომ ვუყურებდი, ეს იყო კაცი, რომელიც ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი, არავის არ ეძებს. გვითხრა, რომ მას ადამიანები არ აინტერესებს, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარებიო. ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კეზერაშვილი: აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში

„მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა” – დავით კეზერაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები