LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელსაც 8 ცოლი ჰყავდა, ქორწინებებით დაიღალა და მოხუცებულთა სახლში გადავიდა საცხოვრებლად

124
0_Ron-DM

74 წლის რონ შეპარდი, რომელიც 8-ჯერ იყო დაქორწინებული, ოჯახური ცხოვრებით იმდენად დაიღალა, რომ მოხუცებულთა სახლში გადაწყვიტა გადაბარგება. ბრიტანელი მამაკაცის ისტორიას Somerset Live ავრცელებს.

რონი პირველად 1996 წელს დაქორწინდა. ქორწინებაში შეპარდს 3 შვილი შეეძინა, თუმცა წყვილი 2 წლის შემდეგ განქორწინდა. მას შემდეგ მამაკაცი კიდევ 7-ჯერ იყო ქორწინებაში. შეპარდის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 13 წელი გაგრძელდა, ყველაზე ხანმოკლე – მხოლოდ 10 თვე. მისი ბოლო ქორწინება 2016 წელს დასრულდა და როგორც ის აღიარებს, მას შემდეგ რამდენიმე ქალთან მოასწრო სერიოზული ურთიერთობა.

ამჟამად ბრიტანელს 8 შვილი ჰყავს და ყოფილ მეუღლეებთან მშვენიერ ურთიერთობას ინარჩუნებს. შვილები მას ძალიან აბედნიერებენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან დაიღალა და ცოლის მოყვანას აღარ აპირებს.

უფრო მეტიც, ოჯახური ცხოვრება იმდენად მობეზრდა, რომ გადაწყვიტა მოხუცებულთა თავშესაფარში გადავიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები