LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: ურდოს ბლოგერებს მოლოდინი აქვთ, რომ ჩვენების შეტევა 20 აპრილიდან 9 მაისის პერიოდში დაიწყება! უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში!

146
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და ომის ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც პეტრიაშვილი წერს, ამ ეტაპზე ავდეევკაზე გრძელდება შტურმი, რასაც ჩვენები იგერიებენ და პერიოდულად კარგ კონტრ-იერიშებსაც ახორციელებენ.

ბუკა პეტრიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს მოლოდინი, რის მიხედვითაც, უკრაინელების შეტევა 20 აპრილიდან 9 მაისის პერიოდში დაიწყება.

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #bუკაdეილიnიუსი მოვიდა ამბებით კვირა დილას:

ვულოცავ მსოფლიო წესრიგს და და მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას: 1-ელი აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე როტაციის წესით იქნება ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი არის ბრალდებული საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმეებში! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პუტლერის ჯაგლაგი ლავ რაშა ჩავა ალბათ ნიუ იორკში და წაუკითხავს ლექციებს მშვიდობის ყოფაზე უშიშროების საბჭოს წევრებს; ეს იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ხაზგასმით აცხადებს, არ შეიძლება სხვა ქვეყანაში განათავსონ საკუთარი ბირთვული იარაღი ბირთვულმა სახელმწიფოებმაო; გულთმისნად ნაღდად არ გამოვდგები, მაგრამ როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და კაპიტულაციაზე ხელს მოაწერს, ან რადიკალურად უნდა გარდაიქმნას გაერო (მათ შორის რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრობის გარეშე და ა.შ.) ან შეიქმნას ახალი მექანიზმი, როგორც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ;

ამერიკულ სამხედრო დახმარებაში, რომელიც ხვალ საღამოს ან ზეგ დილით უნდა გამოცხადდეს, იქნება ისეთი ტექნიკა და შეიარაღება, რომელიც მასშტაბური შეტევის დროს გამოიყენება;

გენერალმა მარკ მილიმ, ატაკამსებს ამ ეტაპზე არ, მაგრამ მის სანაცვლოდ ისეთ შეიარაღებას მივცემთ, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს სიღრმეში ურტყას ურდოს ბაზებს და საწყობებსო;

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა, ნატო ჯამში 160 ლეოპარდს გადასცემს უკრაინას, მათ შორის 60 ლეოპარდ 2 იქნება და 100 ლეოპარდ 1;

– პოლონეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ უკრაინამ მას 100 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი “როსომაკ” დაუკვეთა, რომლის შეძენაც მოხდება ევროკავშირი/აშშ-ს ერთობლივი ფონდიდან;

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 8 მოიერიშე ბრიგადა ჩამოაყალიბა, რომელიც იქნება “იერიშის გვარდიის” შემადგენელი ნაწილი; მინისტრ კლიმენკოს თქმით, კიდევ 35 ათასი განაცხადია შემოსული ამ გვარდიაში ჩასაწერად;
ნატოს საწვრთნელ ცენტრებში მომზადებას ასრულებს 11 ათასი უკრაინელი სამხედრო, რომელიც სულ მალე უკრაინაში იქნება და ჩაერთვება ფართომასშტაბიან შეტევებში;

კიევის პეჩორის ლავრაში ისტორიული პროცესები მიმდინარეობს; ათწლეულებით ჩაბუდებული რუსული აგენტურული ქსელისგან თავისუფლდება უკრაინის ეკლესია;

კოლაბორანტ პოპს პაშა მერსედესს ამიერიდან 60 დღის მანძილზე, საკუთარ სახლში ლუი ვიტონის ძვირად ღირებულ შარფთან და 40 ათას ევროიან პატეკ ფილიპის შვეიცარიულ საათთან ერთად, ფეხზე ელექტრონული სამაჯური დაამშვენებს;

ამასობაში ფრონტის ხაზებზე გმირულად იბრძვიან უკრაინელი, ქართველი და სხვა ეროვნების მებრძოლები. ყველაზე ცხელი ბრძოლები ისევ ბახმუტის ცენტრში და მის ჩრდილო ნაწილში მიდის; სამხრეთით ივანოვსკოეს მიმართულებაზე ვითარება უცვლელია, ჩვენები აკონტროლებენ მდგომარეობას; ავდეევკაზე გრძელდება შტურმი; ჩვენები იგერიებენ და პერიოდულად კარგ კონტრიერიშებსაც ახორციელებენ; მარიინკაზეც განახლდა შეტევები; კუხარკა პრიგოჟნის ორკ-ესტანთან ერთად უკვე მასიურად არიან ჩართული ამ მიმართულებებზე რეგულარული ნაწილები; ხვდებიან ურდოსები, აღდგომამდე თუ რამეს გაახერხებენ, ეგ არის, თორემ როდესაც მასირებული შეტევები დაიწყება ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებებზე ზეკების მოსამარაგებლად არავის ეცხელება ურდოსტანში (ისედაც მოთქვამს შოიგუ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჭურვების დეფიციტი ამოვავსოო)! ურდოს ბლოგერებს მოლოდინი აქვთ, რომ ჩვენების შეტევა 20 აპრილიდან 9 მაისის პერიოდში დაიწყება!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები