მადრიდის ”რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ სურს მისი ვაჟი ტოპ-დონის მოთამაშე გახდეს.
”მინდა, რომ ჩემი ვაჟი ფეხბურთელი გამოვიდეს. ფეხბურთელი ვარ და მსურს ისიც მოთამაშე გახდეს. ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ სპორტსმენი გახდეს.
ის ჯერ ისევ ბავშვია, მხოლოდ ხუთი წლის არის, მაგრამ ფეხბურთი ძალიან უყვარს. მუდმივად ბურთით თამაშობს, მას ეს მოსწონს.
მაგრამ მე არ მინდა ვაიძულო როგორ მოიქცეს, ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს. თუმცა, ძალიან მინდა მამასავით ტოპ-ფეხბურთელი გახდეს”, -განაცხადა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა.