LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე

1776
12

მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს:

„გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე.

თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე.

ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა მიქაშავიძე 1954 წლის 8 სექტემბერს დაიბადა.

გადაღებულია ფილმებში – „კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე“, „მარადისობის კანონი“, „ახალი არკადია“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ქველი (კეთილისმყოფელი)“, „ტურანდოტი“, „მარტოხელა მონადირე“, დათა თუთაშხია“, „ვალსი პეჩორაზე“, „ვირთხა“, „დათქმულ დღეს“, „ანას დაბადების დღე“.

ზაზა მიქაშავიძე დაარსების დღიდან თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მუშაობდა. მან აღადგინა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები