LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატისთვის უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებით გაამკაცრებს

27

ფეხბურთში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდება. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა.

„ბრიუსელის თავდასხმები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ“, – აღნიშნა კაზნევმა. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ იმოქმედებს ჩემპიონატის ჩატარებაზე.

დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონატის ჩატარების დროს სტადიონზე ე.წ. მეტალოდეტექტორებს გამოიყენებენ, ასევე იქნება მუდმივი კონტროლი და ვიდეოკამერებიც.

„ეს იქნება უჩვეულო გამოცდილება, ამ დრომდე მსგავს ღონისძიებებზე მონიტორინგი და უსაფრთხოება ამ დონეზე არ ყოფილა უზრუნველყოფილი. საფრანგეთის იმიჯი საფრთხის წინაშეა“, – აღნიშნა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა.

ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე 2.5 მილიონზე მეტ გულშემატკივარს ელოდებიან. მატჩები 10 ივნისიდან 10 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები